პირველი კლასი ბავშვისთვის ადაპტაციის უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ამიტომ, გეგმა ორიენტირებულია სოციალიზაციაზე, ქცევის კულტურასა და მოტივაციაზე.
- საორგანიზაციო საკითხები: საკლასო კუთხის მოწყობა, მშობლებთან კომუნიკაცია.
- ადაპტაციის პერიოდი: სკოლის გარემოსთან შეჩვევა, რეჟიმის დაცვა.
- ღირებულებები და ეთიკა: მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა, გარემოზე ზრუნვა.
- უსაფრთხოება: გზებზე მოძრაობის წესები, პირადი ჰიგიენა.
- კალენდარული დღესასწაულები: ღონისძიებები და აქტივობები.
შენიშვნა: პირველკლასელებთან მუშაობისას აქცენტი კეთდება თამაშით სწავლებაზე და ვიზუალურ მასალაზე.
რეკომენდაციები:
- შეხვედრების სიხშირე: სადამრიგებლო საათი უნდა ჩატარდეს სისტემატურად, მინიმუმ კვირაში ერთხელ.
- ფორმები: გამოყენებული უნდა იყოს დისკუსიები, ვიქტორინები, ექსკურსიები და შეხვედრები სპეციალისტებთან.
- გარემო: შეიქმნას „მეორე სახლის“ ატმოსფერო, სადაც ბავშვი თავს მნიშვნელოვნად იგრძნობს.
2025-2026 სასწავლო წლის I ა კლასის სადამრიგებლო პროგრამა
პროგრამის შესავალი
1. პროგრამის მისია და აქტუალობა
პროგრამა შემუშავებულია სკოლის პრიორიტეტული მიმართულების — „ადამიანის უფლებების“ გათვალისწინებით. მისი მიზანია, ბავშვმა არა მხოლოდ თეორიულად იცოდეს თავისი უფლებები, არამედ პრაქტიკულად ისწავლოს სხვისი პატივისცემა, ტოლერანტობა და პასუხისმგებლობა.
2. მუშაობის პრინციპები
დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
- აღზრდის მთლიანობა: მიმართულია პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისკენ.
- შემოქმედებითი აღზრდა: თითოეული ბავშვის ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა.
- მოსწავლეთა ჩართულობა: პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება საკლასო ცხოვრებაში.
- თანამშრომლობა: ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული კავშირი მოსწავლეებთან.
3. მუშაობის მეთოდოლოგია
პროგრამა ეფუძნება აქტიური სწავლების მეთოდებს:
- ემოციური ინტელექტი: „ემოციების მეტრის“ გამოყენება.
- ქცევის მართვა: „შუქნიშნის“ მეთოდოლოგია.
- ტექნოლოგიები: AI-ს მიერ გენერირებული საგანმანათლებლო რესურსები.
- კონსტრუქტივიზმი: მოსწავლეების მონაწილეობა საკლასო „კონსტიტუციის“ შექმნაში.
3. პირველკლასელის დახასიათება და ადაპტაცია
პირველკლასელისთვის სკოლაში შესვლა ახალი სოციალური სტატუსის მინიჭებაა. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს:
- ადაპტაცია: მოსწავლეები მალე იღლებიან და საჭიროებენ გამამხნევებელ ფიზიკურ ვარჯიშებს.
- ვიზუალური აღქმა: მათ უჭირთ ნებისყოფითი ყურადღების მართვა, ამიტომ მასალა უნდა იყოს თვალსაჩინო და საინტერესო.
- ემოციური მხარდაჭერა: სწავლება ეფექტურად მიმდინარეობს თამაშის სიტუაციაში და დიდაქტიკური ზღაპრების მეშვეობით. მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხრიდან წახალისება და თბილი გარემო.
5. მოსალოდნელი შედეგები
პროგრამის დასრულებისას:
- მოსწავლეს გაცნობიერებული აქვს საკუთარი უფლებები და მოვალეობები;
- მოსწავლე ცნობს და იცავს საკუთარ და სხვის ფიზიკურ თუ ემოციურ საზღვრებს;
- მოსწავლეს განვითარებული აქვს ემპათიის უნარი;
- მოსწავლე ფლობს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საწყის უნარებს.
ეთიკის კოდექსი
https://docs.google.com/document/d/1yQzZnJSoUjPKBPkgVkhYr6nYe1M42vIp/edit
მოსწავლის ეთიკის კოდექსი
1. 1. ვიქცევით პატივისცემით მასწავლებლებისა და თანაკლასელების მიმართ.
2. 2. ვაფასებთ განსხვავებულ აზრს და არ ვცდილობთ სხვების დამცირებას.
3. 3. ვმუშაობთ გულწრფელად და არ ვწერთ სხვის ნამუშევარს.
4. 4. ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე.
5. 5. ვზრუნავთ სასწავლო გარემოზე და ვუფრთხილდებით სკოლის ქონებას.
6. 6. ვინარჩუნებთ მშვიდ და მეგობრულ გარემოს კლასში.
7. 7. ვიყენებთ ზრდილობიან სიტყვებს და ტონს კომუნიკაციისას.
8. 8. ვცდილობთ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას.
9. 9. ვიყენებთ ტექნოლოგიებს პასუხისმგებლობით.
10 10. ვზრუნავთ საკუთარ და სხვების უსაფრთხოებაზე.
ქცევის წესები
https://docs.google.com/document/d/1zNJRsS4BSpdcijk1jjnYmx-NS21ZTiiQ/edit
ქცევის წესები:
სკოლაში მოვდივართ დროულად;
ვასრულებთ დავალებებს;
ვუფრთხილდებით სასწავლო ნივთებს;
ყურადღებით ვუსმენთ ერთმანეთს და მასწავლებელს;
ერთმანეთს ვაცდით აზრის დასრულებას;
ვიცავთ ყველა წესს.
საკლასო ქცევის წესები
https://docs.google.com/document/d/15BZIB4wzqxvErKfecLe5sUqvuKAkuZIM/edit
1. პატივისცემა ყველას მიმართ – ვუსმენთ ერთმანეთს და არ ვაწყვეტინებთ საუბარს.
2. კლასელების
მიმართ მეგობრული დამოკიდებულება - ვეხმარებით
ერთმანეთს ვზრუნავთ ერთმანეთზე, არ ვაკრიტიკებთ
შეურაცხმყოფელად და ვიზიარებთ ერთმანეთის აზრს.
3. დროულად მოსვლა – ყოველთვის ვცდილობთ
გაკვეთილზე დროულად მოვიდეთ.
4. მასწავლებლის მოსმენა – ყურადღებით
ვუსმენთ ინსტრუქციებს და ვასრულებთ დავალებებს.
5. ხელის აწევა საუბრის წინ – სანამ
ვილაპარაკებთ, ვიწევთ ხელს.
7. სისუფთავის დაცვა – ვუფრთხილდებით
კლასს და ვტოვებთ სუფთად.
8. მობილურის სწორად გამოყენება
– ვხმარობთ მხოლოდ მასწავლებლის ნებართვით.
9. პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე
– ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს ქცევაზე და დავალებებზე.
10. უსაფრთხოების წესების დაცვა
– ვიქცევით ისე, რომ საფრთხე არ შევუქმნათ საკუთარ თავს ან სხვებს.
11. აქტიური ჩართულობა – ვმონაწილეობთ
სასკოლო ცხოვრებაში და ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები.
მოსწავლის ქცევის კოდექსი
მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
მოსწავლის ქცევის წესები
მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება
1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.
მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება
მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი
მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.
მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს
1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.
2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.
3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.
4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.
5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.
7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.
8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.
9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.
10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები
მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
ა) თამბაქოს ნაწარმი;
ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად;
გ) სანთებელა ან ასანთი;
დ) ალკოჰოლური საშუალებები;
ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;
თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;
ი) ნარკოტიკული საშუალებები;
კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;
ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის
მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.