ჩემი შექმნილი ელექტრონული რესურსები

რესურსის შექმნის რეფლექსია

„ჩვენი ფული“

სასწავლო ელექტრონული რესურსის შექმნის მიზნები:

  • განასხვავებენ ფულის ნიშნებს, მონეტებსა და ბანკნოტებს.

  • მოახდენენ შეკრება- გამოკლების მაგალითების თვალსაჩინო დემონსტრირებას.

  • აითვისებენ ფულთან და ყიდვის პროცესთან დაკავშირებულ ტერმინებს, ქმედებებს.

  • განივითარებენ ანალიტიკური აზროვნების უნარებს.

  • მოახდენენ შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.

  • ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით – მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს;

  • ქმნის ტოლი რაოდენობის საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობას მათი  დაწყვილებით;

  • კითხულობს და წერს რიცხვებს; გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით;


მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.

  • ზეპირად ანგარიშისას იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს და ახდენს შეკრება-გამოკლების მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას  მოდელის გამოყენებით;

  • მოცემული გროვისათვის ასახელებს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამატებით რაოდენობას; ზეპირად ასრულებს 10-ის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას.



ბუნ.I.3.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სხეულებს/მოვლენებს შორის   მსგავსება და განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით.


  • პოულობს მსგავსი დანიშნულების საგნებს სახლსა და სკოლაში და აღწერს მათ;

  • აღწერს და განასხვავებს ბუნებრივ სხეულებსა (მაგ., ხე, ქვა) და ადამიანის მიერ დამზადებულ საგნებს (მაგ., მაგიდა, აგური).


ვინაიდან, სასწავლო დისციპლინების უმეტესობა ისწავლება ინტეგრირებულად და საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას უწყობს ხელს,ხშირად ვიყენებ ელექტრონულ რესურსებს, აღნიშნული რესურსი გამოვიყენე გაკვეთილის სამივე ფაზაზე ეფექტურად. 

გაკვეთილის პირველ ფაზაზე წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით. მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, ფულთან დაკავშირებით,  მხოლოდ ამის შემდეგ ვუჩვენე წინასწარ, ჩემ მიერ მომზადებული პრეზენტაცია პროექტორის საშუალებით. მოსწავლეებმა თავად მოახდინეს ცოდნის კონსტრუირება. 

გაკვეთილის მეორე ფაზაზე მოსწავლეებს ანიმაციების დახმარებით ფულთან და ყიდვის პროცესთან დაკავშირებული ტერმინებისა და ქმედებების გააზრება გაუადვილდათ,მთელი კლასი  ხალისით ასრულებდა ამ სამუშაოს , ინოვაციურმა მიდგომებმა ჩემს მოსწავლეებს აუმაღლა მოტივაცია, ინფორმაციის აქტიური მიმღებები  გახდნენ.

მესამე ფაზაზე კი კლასის მართვის სისტემით გადავუგზავნე პრეზენტაცია ბავშვებს, მათ შეასრულეს მოცემული დავალებები დიდი ინტერესითა და ხალისით.

შეძლეს საგანთა შორის კავშირების დამყარება, ისტ-ის ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება,  გაიხსენეს ბუნებიდან შესწავლილი მასალა და მასზე დაყრდნობით ააგეს საკუთარი ცოდნა. 

  მოხდა მათი მოტივაციის გაზრდა და  ჩართულობის ხარისხის ამაღლება, შეკრება-გამოკლების მოქმედებათა ეფექტურად შესრულება, დაკვირვების, ინსტრუქციების გაგების უნარების განვითარება.

აღნისნული რესურსი ნახვა შესაძლებელია ჩემს ბლოგზე. რომლის მისამართია: ჩემს ბლოგზე.