- პროფესიული განვითარება: გავლილი ტრენინგები, სემინარები და კონფერენციები
ტრენინგის რეფლექსია
|
ტრენინგის დასახელება |
სწავლა-სწავლების
ძირითადი პრინციპები განათლების დაწყებით საფეხურზე |
|
ჩამტარებელი
ორგანიზაცია |
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრი. |
|
ჩატარების ადგილი |
თბილისის მასწავლებლის
სახლი |
|
ტრენერი |
|
|
ხანგრძლივობა |
15 საათი |
|
რას ემსახურებოდა
ტრენინგი |
სწავლების მეთოდები: ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს შეუძლია შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ- ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით: ბ) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს ისეთი შემეცნებითი უნარების განვითარება, როგორებიცაა: წერა; კითხვა; წერისა და კითხვის პროცესში სივრცითი მიმართებების დამყარება; ყურადღების კონცენტრირება; წაკითხულის გააზრება-გაგება; შემოქმედებითად და კრიტიკულად
აზროვნება; საკუთარი აზრის გამოხატვა;
წარმოსახვა; რეფლექსია და სხვა |
|
ტრენინგის მიზნები |
. მასწავლებლებს
კიდევ ერთხელ დაანახონ მოსწავლეთა განვითარების სფეროების თავისებურებათა მნიშვნელობა
და მათი გააზრებულად ცოდნა; . სხვადასხვა
მეთოდების გამოყენებით მოსწავლეთა უკეთ ჩართვა გასაკვეთილო პროცესში და ე.ს.გ.-ით
გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგზე გასვლა |
|
ტრენინგის მიმოხილვა |
ტრენინგზე გავიარეთ
მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი. ესენია: . ბავშვის განვითარების
სფეროები; . ასაკობრივი
თავისებურებანი; . სხვადასხვა
მეთოდები და აქტივობები. |
|
ტრენინგის რეფლექსია ტრენინგი იყო
ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი. განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები. ბავშვის განვითარების
სფეროები: როგორც ფიზიკური ასევე გონებრივი, კიდევ ერთხელ გავიარე ეს თემები და უკეთ
გავიაზრე, თუ, როგორ უნდა მივუდგე სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს, აუცილებლად უნდა
გავითვალისწინო მათი შესაძლებლობები და ასაკობრივი თავისებურებანი. განვიხილეთ სხვადასხვა
საგანში სწავლის თანამედროვე მეთოდები. რამდენიმე მეთოდი ჩემთვის ახალი იყო და სიამოვნებით
დავნერგე კლასში. მაგ: ,,წერა მაგიდის გარშემო“. ეს მეთოდი გავაერთიანე მეთოდ ,,პირამიდულ
ისტორიასთან“ და ძალიან საინტერესო გაკვეთილი გამოგვივიდა. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად.
მათ ერთად შეავსეს ,,პირამიდული ისტორია“. თვითონ მოიფიქრეს მთავარი გმირი, დაუსახეს
პრობლემა და მოძებნეს მისი გადაჭრის გზები. ამის შემდეგ ,,პირამიდული ისტორიის“ დახმარებით
შეადგინეს პატარა მითხრობა მეთოდით ,,წერა მაგიდის გარშემო“. მოსწავლეებს ძალიან
მოეწონათ სხვისი აზრის გაგრძელება და თავისებურად მოთხრობის ინტერპრეტირება. საინტერესო
მოთხრობები გამოუვიდათ, მოაწყვეს მოთხრობების
პრეზენტაცია კლასის წინაშე. ამ მეთოდებს ხშირად ვიყენებ, რაც მოსწავლეებს უვითრებს
როგორც კრიტიკულ (ისინი ცდილობენ პირამიდული ისტორიის შევსების დროს გმირს დაუსახონ
პრობლემა და დაეხმარონ მის გადაჭრაში), ასევე შემოქმედებით აზროვნებას (,,წერა მაგიდის
გარშემოს“ დროს მოსწავლეები ცდილობენ თავიანთი ფანტაზიის გამოყენებას და პატარა მწერლების
როლში გვევლინებიან).
ტრენინგზე ასევე
განვიხილეთ შეფასების სისტემა, განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასებები. ვისაუბრეთ
მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე. რამდენად მნიშვნელოვანია დაწყებით საფეხურზე
განმავითარებელი შეფასება. ტრენინგი საკმაოდ
ნაყოფიერი იყო. დამეხმარა უკეთ დამეგეგმა და წარმემართა საგაკვეთილო პროცესი. მოსწავლეთა
ჩართულობა ყოფილიყო უფრო მაღალი და ე.ს.გ.-ით გათვალისწინებული წლის ბოლოს მისაღწევი
შედეგი - მიღწეული. |
|