I სემესტრი: „მე და ჩემი უფლებები — სკოლასთან შეგუება“
მიზანი: უსაფრთხო გარემოს შექმნა. საკუთარი თავის პატივისცემა, პიროვნული იდენტობის აღმოჩენა და სოციალიზაცია.
№ | თვე | თემა | მიზანი | აქტივობა / რესურსი |
1 | სექტემბერი | მე მაქვს სახელი. სკოლასთან შეგუება. | პიროვნული იდენტობის აღიარებისა და ჯგუფის წევრების გაცნობა. | თამაში „ბურთი“ (სახელების გაცნობა); გარემოს აღწერა (თვალდახუჭული). |
2 | ოქტომბერი | ჩემი ემოციები და საზღვრები. | ემოციური თვითრეგულირება და პირადი სივრცის დაცვა. | „ემოციების მეტრი“ — განწყობის ფერებთან დაკავშირება. |
3 | ნოემბერი | მეგობრობა და თანასწორობა. | მრავალფეროვნების მიღება და თანასწორობა. | თამაში „მსგავსება-განსხვავება“ — საერთო ინტერესების ძიება. |
4 | დეკემბერი | მე მაქვს უფლება, ვიყო დაცული. | უსაფრთხოების წესებისა და მზრუნველობის გაგება. | „ჩემი ნდობის წრე“ — იმ ადამიანების ხატვა, ვისაც ვენდობით. |
II სემესტრი: „უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა“
მიზანი: ჯანსაღი ცხოვრების წესი, უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა.
თვე | თემა | მიზანი | აქტივობა / რესურსი |
იანვარი | პირადი ჰიგიენა და ჯანმრთელობა | ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობიერება მისი პრაქტიკაში სწორად დანერგვა; უფლება ჯანმრთელობასა და სუფთა გარემოზე | როლური თამაში: „სუფთა ხელების დეტექტივი“ |
თებერვალი | უსაფრთხო გზა სკოლისკენ პეპელა და ქარის საიდუმლო | სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლების გაცნობიერება გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლება; კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები | ნახატების გამოფენა: „ჩემი უსაფრთხო მარშრუტი“ ვიდეო რგოლი: ზღაპრის მოსმენა და გაანალიზება. ფრინველებისთვის ბუდეების დამზადება; სკოლის ეზოს დასუფთავება და გამწვანება. |
მარტი | ჩემი ოჯახი და მზრუნველობა გარემოზე ზრუნვა; წყლის რესურსის ეკონომიური გამოყენება | ოჯახურ გარემოში გაზრდის უფლების დაფასება სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება; გარემოს დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერება. მდგრადი განვითარების მიზანი:’’ სუფთა წყალი და სანიტარია’’. | ფოტო-კოლაჟი: „ჩემი ოჯახის ტრადიცია“ საუბარი პრობლემურ საკითხებზე: ’’სუფთა წყალი და სანიტარია’’. ჩვენი სლოგანები: „წყალი სიცოცხლის ელექსირი“ (ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სლოგანების შექმნა) |
აპრილი | მოვალეობები და პასუხისმგებლობა 22 აპრილი - „დედამიწის დღე“ | მოსწავლის, როგორც მოქალაქის, მოვალეობების გაცნობა ბუნების დასაცავად საჭირო ქმედებებს გაცნობიერება. | დიდაქტიკური ზღაპარი: მოსმენა, გარჩევა და დასურათება ელექტრონული წიგნის ან ვიდეო კოლაჟი: ანიმაციური ვიდეოების, წიგნების ან პრეზენტაციების, შექმნა. |
მაისი | დროის ყადრი და წესები ყველასთვის | დროის ორგანიზება და სამართლიანობის აღქმა | დისკუსია: „რაში გვჭირდება საათი?“ - მულტფილმის გარჩევა |